|
2022-08-09 13:37:22, 676 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - ჩვენი სახელმწიფო მტრებს გადასცემს პირად ინფორმაციას გმირების შესახებ, ეს ღალატია
„დროას“ დამუძნებელი ელენე ხოშტარია უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის პირადი დოკუმენტაციის ოკუპანტების ხელში აღმოჩენას ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს. ხოშტარიას განცხადებით, ამ საქმის გამოძიება არ მოხდება რადგან, „ეს გამოძიებაც მიტაცებულია ხელისუფლების მიერ.“ „მინდა, გამოვეხმაურო უკიდურესად საგანგაშო ფაქტს, რომელიც გუშინ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში ვიხილეთ. სიუჟეტის მიხედვით, ქართველი სამხედროს პირადი ინფორმაცია აღმოჩნდა რუსი ოკუპანტების ხელში. წლების განმავლობაში, არაერთხელ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები თანამშრომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან. იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოს რუსეთის არცერთი აგენტი არ გამოუვლენია წლების განმავლობაში.ეს არის ღალატი და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ ვართ შიდაპოლიტიკურ ან პარტიულ დაპირისპირებაში. ჩვენი სახელმწიფო ჩვენს მტრებს გადასცემს პირად ინფორმაციას ჩვენი გმირების შესახებ. მე არანაირი მოთხოვნა არ მაქვს თავდაცვის სამინისტროს მიმართ იმიტომ, რომ არანაირი ილუზია არა მაქვს, რომ უწყება რომელიც ინფორმაციას გასცემს, რაიმე კეთილსინდისიერ განმარტებას გააკეთებს. ილუზია არ მაქვს გამოძიების შესახებ იმიტომ, რომ ეს გამოძიებაც მიტაცებულია ხელისუფლების მიერ. მაგრამ ამასთანავე არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება, ამ ღალატის ფაქტს „ქართულ ოცნებას“ ვაპატიებთ,“- განაცხადა ხოშტარიამ. შეგახსენებთ, რომ რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ იპოვეს რუსებმა დონბასში უკრაინის მიერ დაქირავებული მებრძოლების მონაცემები ქალაქ ლისიჩანსკში. სიუჟეტში ფიგურირებს ქართველი პროფესიონალი სამხედრო, მიხეილ ქამხაძე, რომელიც, რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელების ინსტრუქტორი იყო და მათ ნატო-ს სტანადრტების წვრთნებს უტარებდა. ქამხაძე, რომელიც ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, ამბობს, რომ თავისი საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან არ გაუტანია და დოკუმენტები უწყებაში უნდა ყოფილიყო დაცული.
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)