01:39 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-08 13:52:36, 2753 ნახვა

კომენტარი
მამა შალვა - ადამიანები, რომლებიც რუსებს ლანძღავენ, არიან გადაგვარებული ქართველები

ადამიანები, ვინც ასე იქცევიან არიან გადაგვარებული ქართველები, - დეკანოზი შალვა კეკელია საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების ქცევაში პრობლემას ვერ ხედავს და საზოგადოებაში გაჩენილ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე შეშფოთებას გამოთქვამს.  

როგორც მამა შალვამ ქადაგებისას განაცხადა, არასდროს ყოფილა, რომ ქართველი კაცი შეურაცხყოფას აყენებდეს ადამიანს, იმის გამო, რომ რუსია. 

"ადამიანებს ლანძღავენ ქუჩაში, ერთი ვიდეო დაიდო, რუსი ცოლ-ქმარი მიდიოდა ქუჩაში და წარმოიდგინეთ, მივიდნენ ვიღაცები და ლანძღავდნენ. ქართველი კაცი ასე არ იქცეოდა არასოდეს. ცოლთან ერთად, ქალთან ერთად კაცი მიდის, წარმოიდგინეთ და ქართველი კაცი მას შეურაცხყოფას აყენებს. ეგეთი რამე ჩვენს ერში არ ყოფილა, მსგავსი რამე არ ყოფილა. ეს ადამიანები, ვინც ასე იქცევიან არიან გადაგვარებული ქართველები",- ამბობს მამა შალვა. 

ცნობისთვის, მხოლოდ ივნისის თვეში, ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში განმარტავენ, საუბარია 90 239 მოქალაქეზე. 

აღსანიშნავია, რომ შექმნილი დისკომფორტის ფონზე, შეიქმნა პეტიცია, რომელიც რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის 3 თვიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედებას ითხოვს, რასაც ხელი უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

 

 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics