20:18 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-05 17:36:55, 1602 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვის უფროსის ყოფილი მოადგილე ღალატშია ეჭვმიტანილი

უკრაინის პროკურატურამ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (GUR) უფროსის ყოფილი მოადგილე ღალატშია ეჭვმიტანილი.გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული 2014 წლიდან „ მოქმედებდა რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესებიდან გამომდინარე“.

"მან შეაგროვა  საიდუმლო ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შესახებ, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების და სამართალდამცავი უწყებების მიერ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ფორმებსა და მეთოდებზე", - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში. .

SBU იტყობინება, რომ დაკავებული   თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს  2008-2010 წლებში იკავებდა, შემდეგ მუშაობდა ამ დეპარტამენტის სხვადასხვა თანამდებობებზე, ასევე უკრაინის სახელმწიფო კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელობის რიგებში.

რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით, დაკავებულმა მათ სავარაუდოდ გაუგზავნა ინფორმაცია,  თავდაცვის სამინისტროს, დაზვერვის, სახმელეთო ჯარების ეროვნული აკადემიის ორგანოებიდან. 

„ამჟამად ეჭვმიტანილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

SBU-მ აღნიშნა, რომ დაკავებული ასევე ეჭვმიტანილია სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფასა და იარაღის უკანონო შენახვაში.

„მტერი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა უკრაინის სხვადასხვა ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების აგენტებით გაჯერებაზე. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა გამოვავლინოთ ასეთი მოღალატეები და გავანადგუროთ ეს აგენტური ქსელები. ხოლო ბოლო გახმაურებული დაკავებები მიუთითებს იმაზე, რომ SBU=ს შეუძლია რუსეთის სპეცსამსახურებს ეფექტურად დაუპირისპირდეს. ეს სამუშაო მიმართულება მხოლოდ გააქტიურდება, რადგან უკრაინის გამარჯვება დიდწილად მის შედეგებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა SBU-ს ხელმძღვანელმა ვასილი მალიუკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics