|
2022-08-05 16:06:26, 944 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - სახალხო დამცველი ამართლებს ქსენოფობიურ კამპანიას და ამით პრაქტიკულად ერთვება მასში
სამწუხარო ის არის, რომ ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის სახალხო დამცველი ამართლებს ამ ქსენოფობიურ კამპანიას და ამით პრაქტიკულად ერთვება მასში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდიანარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სახალხო დამცველი ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში და რუსი ტურისტების მიმართ სიყვარულს ან სიყვარულის დადასტურებას მისგან არავინ ითხოვს. „მე მგონია 2022 წელს ამ თემაზე აღარ უნდა გველაპარაკა, ეროვნული ნიშნით, ეთნიკური ნიშნით, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი და მოქალაქეც არ უნდა იყოს, თუნდაც ეს იყოს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის აბსოლუტური სიბნელე, ქსენოფობია, და იმგვარი დამოკიდებულება, რაც თანამედროვე სამყაროში, ცივილიზებულ სამყაროში არავის არ უნდა გააჩნდეს, მაგრამ გააჩნიათ ერთადერთი მიზნის გამო, ეს არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი, ერთი, ნაცმოძრაობის, მეორე, ომში ჩართვის სურვილი და გაღვივება ამ კამპანიით ისეთი განწყობების, რომელიც შემდეგ რაღაც უბედურებამდე მიგვიყვანს და მესამე, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის სახალხო დამცველი ამართლებს ამ ქსენოფობიურ კამპანიას და ამით პრაქტიკულად ერთვება მასში. სახალხო დამცველი ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში წარმოიდგინეთ, საიდან მოიტანა ეს სიტყვა სიყვარული ვერ გავიგე, ნამდვილად, სპეკულაციისთვის სჭირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ აქედან მოვიდა. ვინ სთხოვა სიყვარული ან სიყვარულის დადასტურება ვინ სთხოვა, რა სიგიჟეა საერთოდ",- განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ მანამდე სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ „ოცნებას" არ უნდა უკვორდეს რუსების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ქონა ქვეყანაში, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, ათასობით ადამიანი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად დაიღუპა და როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანაა.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)