2022-08-03 11:09:55, 977 ნახვა
პოლიტიკა
არესტოვიჩი - უკრაინას კატასტროფულად აკლია იარაღი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, არმიას შეიარაღებულ ძალებს მძიმე იარაღი აკლია.
არესტოვიჩმა დასძინა, რომ თავდაცვის ძალებმა უნდა აწარმოონ ომი ფრონტის ხაზით დაახლოებით 1300 კმ-ზე და ჯამში 2600 კმ-ზე მეტი საზღვრის დაცვაა საჭირო.
"სრულფასოვანი და ეფექტური შეტევისთვის, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი მძიმე ტექნიკა. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ეს არ არის ადგილობრივი ომი - ეს არის ყველაზე დიდი კონტინენტური ომი 1945 წლის შემდეგ და ჩვენ ასე ვერ გავუმკლავდებით“, - თქვა არესტოვიჩმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას ისეთი მონდომებით, როგორიც პოლონეთია, მაშინ "ჩვენ უკვე ვლადივოსტოკში ვიქნებოდით".
ავტორი: ექსპრესნიუსი,