2022-08-03 10:36:06, 1523 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთის სისხლიანი დანაშაულის მასშტაბები ასჯერ აღემატება ალ-ქაიდას და ISIS-ის მოქმედებას
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რომ მსოფლიომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა აღიაროს.
მისივე თქმით, რუსეთის სისხლიანი დანაშაულის მასშტაბები ასჯერ აღემატება ალ-ქაიდას და ISIS-ის მოქმედებებს.
"არავის სურს დიპლომატიური ურთიერთობა ალ-ქაიდასთან, ISIS-თან ან ჰეზბოლასთან. მაშ, რატომ აქვს დასავლეთს დიპლომატიური ურთიერთობა ქვეყანასთან, რომლის სისხლიანი დანაშაულის მასშტაბები ასჯერ აღემატება ყველა ცნობილ ავაზაკებს? დროა ოფიციალურად შავს შავი ვუწოდოთ ვუწოდოთ #რუსეთი-ტერორისტული სახელმწიფო,"-წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი Twitter-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,