|
2015-02-05 14:20:14, 299 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-თურქეთის ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბრისას, მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაც განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს რუსეთსა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის „მოკავშირეობისა და თანამშრომლობის“ ე.წ. შეთანხმებების მიუღებლობა. მათი განცხადებით ეს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ მიმართული ქმედებაა. თურქეთის ელჩმა ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)