|
2022-08-02 14:39:49, 673 ნახვა
პოლიტიკა
„რუსეთთან შეერთებამდე, საქართველო საერთოდ არ არსებობდა“ - მედვედევის პოსტი, რომელიც წაშალეს
რუსეთი უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ ყველა ერი, რომელიც “ოდესღაც დიდ და მძლავრ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა”, ისევ ერთად იცხოვრებს. მედვედევმა პოსტში, რომელიც მოგვიანებით წაიშალა, საუბრობს საქართველოზეც. ის თვლის რომ ეს ქვეყანა, რუსეთთან შეერთებამდე, საერთოდ არ არსებობდა. მედვედევი ამტკიცებს, რომ საქართველო რუსეთისკენ ილტვოდა იმიტომ, რომ ესმოდა, რომ რუსეთი მისი ერთადერთი ბუნებრივი მოკავშირე იყო. "არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ საბედისწერო შეცდომა, რომელიც 90-იანების დასაწყისში იქნა დაშვებული, გამოსწორდება, არანაირი სუვერენიტეტების აღლუმი აღარ იქნება და ყველა ერო, რომელიც ოდესღაც დიდ და მძლავრ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა, ისევ ერთად იცხოვრებს მეგობრობასა და ურთიერთგაგებაში. ამისთვის ჩვენ არ დაგვენანება არც ძალები და არც სახსრები. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მოძრაობა. კიევისა და მალოროსიის ყველა ტერიტორიის ნაციონალისტების ბანდებისგან განთავისუფლების შემდეგ, რომლებმაც უკრაინელობა თავადვე მოიგონეს, რუსეთი ისევ გახდება ერთიანი, როგორც 1000 წლის წინ. ამის შემდეგ, მოსკოვის ძალისხმევით და სლავური ერის ხელმძღვანელობით ჩვენ წავალთ ახალ ლაშქრობაში, რათა ჩვენი სამშობლოს საზღვრები აღვადგინოთ, რომლებიც, როგორც ცნობილია, არსად არ მთავრდება. ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი მიწები ვინმეს დავუთმოთ. მაგალითად საქართველოს, რუსეთთან შეერთებამდე ეს ქვეყანა საერთოდ არ არსებობდა. 1801 წელს ამჟამინდელი საქართველოს ტერიტორია შედგებოდა ხუთი დამოუკიდებელი წარმონაქმნისგან: ქართლი და კახეთი დედაქალაქით ტფილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, სამეგრელო და გურია შავი ზღვის სანაპიროზე და სვანეთი მთიან რაიონებში. ანუ საქართველო ამ საზღვრებში შექმნა რუსეთმა. საქართველო რუსეთისკენ ილტვოდა იმიტომ, რომ ესმოდა, რომ რუსეთი მისი ერთადერთი ბუნებრივი მოკავშირე იყო მუსულმანთა საკმაოდ მტრულ გარემოში. ახლაც იგივე მეორდება. ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, ასევე, აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან შეიძლება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდეს", - წერდა მედვედევი. აღებულია “მთავარი არხის” თარგმანი.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)