|
2022-07-29 18:52:02, 1321 ნახვა
პოლიტიკა
აზარაშვილი - სისტემაში გვაქვს გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი, ვიდრე საჭიროა ქვეყნისთვის
„დღეს სისტემაში გვაქვს გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი, ვიდრე საჭიროა ქვეყნისთვის. ამ სიჭარბის ფონზე კი შეგვიძლია, კლინიკების მოვთხოვოთ მაღალი ხარისხის მომსახურება ჩვენი მოქალაქეებისთვის და სამართლიანი ტარიფებით მოვახდინოთ ბიუჯეტიდან ამ თანხების ანაზღაურება“ , - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყებას მნიშვნელოვანი რეფორმები და სისტემური ცვლილებები აქვს დაწყებული. ერთ-ერთი ასეთი კი კლინიკებისთვის იმ სამართლიანი ტარიფების დაწესებაა, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისის გაწევის შემდეგ გადაიხდის. „ეს რამდენიმეწლიანი პროცესია და ჩვენ უკვე ვართ იმ ეტაპზე, როცა შემოვიღებთ იმ სამართლიან და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აპრობირებულ მეთოდს, რაც არის DRG მეთოდი და ამ მეთოდით ჩვენ უკვე სამედიცინო სექტორს შევთავაზებთ ტარიფებს, რომლითაც ისინი მოახდენენ ოპერირებას. რაც შეეხება იმას, რომ აღნიშნული ტარიფები, ბიზნესის თვალსაზრისით, შეიძლება რომელიმე კლინიკისთვის არ იყოს საინტერესო და მოუწიოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშვა, გეტყვით იმას, რომ დღეს, სისტემაში გვაქვს გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი, ვიდრე საჭიროა ქვეყნისთვის. ასევე, რეანიმაციული საწოლების რაოდენობა არის მნიშვნელოვნად მეტი, საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებთან შედარებით. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე ვაკეთებთ შედარებას, თუ რა არის მოცემულობა ყოველ 100 000 მოსახლეზე და ამ ნაწილში ვართ გაცილებით წინ. ვგულისხმობ იმას, რომ ზედმეტია კლინიკები და საწოლები ქვეყანაში. სწორედ აქედან გამომდინარე, დღეს არის ზუსტად ის მომენტი და შესაძლებლობა, როცა ამ სიჭარბის ფონზე, შეგვიძლია, კლინიკების მოვთხოვოთ მაღალი ხარისხის მომსახურება და სამართლიანი ტარიფებით მოვახდინოთ ბიუჯეტიდან ამ თანხების ანაზღაურება.
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)