21:23 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-29 14:51:39, 809 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ევროპელი ლიდერები გაოცებულები არიან, როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ეკონომიკური ზრდა

მაქვს კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან და ძალიან გაოცებულები არიან თუ როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, პირველ 6 თვეში, ივნისის ჩათვლით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10,5%-ით დაფიქსირდა.  

„გასულ წელს ჩვენს მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების შედეგად ჩვენი ეკონომიკა უპრეცედენტოდ მაღალი ორნიშნა ზრდა მივიღეთ 10, 8%-ის. წელს ასევე, პანდემია თითქის დასრულებულია, შეიძლება ითქვას, რომ აღარ არის გამოწვება უკვე, მაგრამ 21-ე საუკუნის გამოწვევა რაც არის - ომი უკრაინაში, არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. მოსალოდნელია, რომ წელს მსოფლიო ეკონომიკა შემცირდება და ევროპაში ელოდებიან რეცესიას, ძალიან რთული ვითარებაა ენერგეტიკის ფასთან დაკავშირებით, ინფლაცია არის დიდი გამოწვევა ევროპაში და მთელ მსოფლიოში. ისტორიულ მაქსიმუმზეა ასეული ინფლაცია და არავითარი ხელშესახები ზრდა არ ფიქსირდება ევროპის ქვეყნებში.

ახლა რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მიერ გატარებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ პირველ 6 თვეში, ივნისის ჩათვლით გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10,5%. ეს არის დიდი გამონაკლისი მთელ მსოფლიოში. მაქვს კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან კომუნიკაცია და ძალიან გაოცებულები არიან თუ როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, რომ ლარიც განაგრძობს გამყარებას და ეს ყველაფერი ხელს უწყობს, რომ უფრო მეტი დოვლათი შეიქმნას ქვეყანაში, ბიზნესი არის ძალიან გააქტიურებული, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი იქმნება - ათასობით და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ ტენდენციას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, გავაძლიერებთ და მეტს გავაკეთებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics