17:08 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-29 10:11:43, 1511 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - არავინ არ დებს იმაზე მეტ ინვესტიციას ტერორიზმში, ვიდრე ამას რუსეთი აკეთებს

მსოფლიოში არავინ არ დებს იმაზე მეტ ინვესტიციას ტერორიზმში, ვიდრე ამას რუსეთი აკეთებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ ვიდეო-მიმრთვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის ამგვარ ქმედებებს სჭირდება სამართლებრივი რეაგირება გლობალურ დონეზე.

„24 თებერვლის შემდეგ შეგიძლიათ ნებისმიერი დღე გაატაროთ უკრაინაში, რათა დაინახოთ, რომ მსოფლიოში არავინ არ დებს იმაზე მეტ ინვესტიციას ტერორიზმში, ვიდრე ამას რუსეთი აკეებს. ამას ნამდვილად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება გლობალურ დონეზე. არ არსებობს რაციონალური მიზეზი, რომ ასეთი რეაქცია არ არსებობდეს, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“,- განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა იმ ამერიკელ სენატორებს, რეზოლუციის დამტკიცებისთვის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოკუპანტები მალე „მნიშვნელოვან ახალ დანაკარგებს“ მიიღებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics