|
2022-07-27 17:52:10, 1218 ნახვა
საზოგადოება
საუკუნის პროექტი - რიკოთის გზის მშენებლობა „თეგეტა რენტალსის“ მხარდაჭერით ხორციელდება
საქართველოს ჩქაროსნული გზის მშენებლობის ერთ-ერთი გარდამტეხი პროექტი რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზებაა. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მონაკვეთის დაფარვა განახევრებულ დროში იქნება შესაძლებელი. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია, „თეგეტა რენტალსი“, საუკუნის პროექტის აქტიური მხარდამჭერია. კომპანიამ სამუშაოები ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე ჩაატარა, სადაც სპეციალურად პროექტისთვის საჭირო მძიმე ტექნიკის მობილიზება მოახდინა. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციადაა დაყოფილი. 51.6 კმ-იანი გზა 96 ხიდისა და 53 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. „თეგეტა რენტალსმა“ სამუშაოები სამ სხვადასხვა უბანზე განახორციელა. „ჩვენთვის რიკოთის საავტომობილო გზის მოდერნიზების პროექტში ჩართვა ნამდვილად საამაყოა. „თეგეტა რენტალსისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია წვლილის შეტანა სახელმწიფოს განვითარებისკენ მიმართულ მსგავს პროექტებში. ორ მთავარ მონაკვეთზე, საერთო ჯამში, ჩვენი ათამდე ერთეული ტექნიკა იყო წარმოდგენილი. მათ შორის, JCB-ის ორი უახლესი ექსკავატორი, რომლითაც სამუშაოები ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ჩატარდა. უბისა-შორაპნის მონაკვეთის ურთულესი რელიეფისთვის კი თურქეთიდან XCMG-ის 130 ტონა ტვირთამწეობის ამწე ჩამოვიყვანეთ და ჩვენი გუნდის წარმომადგენლების დახმარებით სამუშაოები წარმატებით განვახორციელეთ“, - აცხადებს ლევან ვარშანიძე, „თეგეტა რენტალსის“ დირექტორი.
„თეგეტა რენტალსი“ აქტიურად არის ჩაბმული მესამე სექციის, უბისა-შორაპნის მონაკვეთის მოდერნიზებაშიც, სადაც სამუშაოებს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი“ აწარმოებს. პარტნიორობის ფარგლებში „თეგეტა რენტალსი“ მშენებლობის პროცესში სპეციალური ტექნიკის მიწოდებას უზრუნველყოფს და გამოცდილი ოპერატორების დახმარებით პროცესებს შეუფერხებლად მართავს. „მოგეხსენებათ, რომ რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და სამუშაოებს ძალიან რთულ მონაკვეთებზე ვახორციელებთ. პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელსაც შესაბამისი რესურსი ექნებოდა, მშენებლობის ბოლომდე ყოფილიყო ჩვენი პარტნიორი. „თეგეტა რენტალსის“ წარმომადგენლებმა შეძლეს ყველა საჭირო ტექნიკით ჩვენი მომარაგება. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის გუნდი სრულად ჩაერთო პროცესებში და მათი დახმარებით სამუშაოები დათქმულ ვადებში ხორციელდება“, - ჩენგ ხიანგი, „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის“ წარმომადგენელი. რიკოთის ავტომაგისტრალის პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო, მისი ღირებულება 2 მილიარდ ლარს აჭარბებს. პროექტი 2024 წელს უნდა დასრულდეს. ----
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)