|
2022-07-26 17:34:56, 1618 ნახვა
ომი უკრაინაში
მამაცობის პორტრეტი: უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა
არ არსებობს სცენარი ომის დროს ქვეყნის პირველი ლედებისთვის და ამიტომ ოლენა ზელენსკა საკუთარს წერს,- ამ სიტყვებით აფასებს Vogue-ს სტატიის ავტორი, რეიჩელ დონადიო, უკრაინის პირველი ლედის მოღვაწობას. ზელენსკა ბრიტანული Vogue-ს გარეკანზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამოჩნდა. სტატიის ავტორი წერს, რომ კომედიური მწერალი, ყოველთვის ამჯობინებდა კულისებში დარჩენას, ხოლო მისი ქმარი, კომიკოსი, პოლიტიკოსი, რომლის პრეზიდენტობამ შესაძლოა განსაზღვროს თავისუფალი სამყაროს ბედი, ყურადღების ცენტრში იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში, ზელენსკა მოულოდნელად აღმოჩნდა ტრაგედიის ეპიცენტრში „ეს იყო ყველაზე საშინელი თვეები ჩემს ცხოვრებაში და ყველა უკრაინელის ცხოვრებაში. გულწრფელად, არა მგონია, ვინმემ იცოდეს, როგორ მოვახერხეთ ემოციურად ამის გადატანა ჩვენ მოუთმენლად ველით გამარჯვებას. ჩვენ არ გვეპარება ეჭვი, რომ გავიმარჯვებთ. და ეს არის ის, რაც წინ გვიბიძგებს,”- განაცხადა ზელენსკამ. თებერვლის დილას, როდესაც ომი დაიწყო, ზელენსკა იმყოფებოდა სახლში, კიევის საპრეზიდენტო რეზიდენციაში, პრეზიდენტთან და მათ ორ შვილთან: 18 წლის ოლექსანდრასთან და 9 წლის კირილოსთან ერთად. თვეების განმავლობაში ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინასა და ევროპას უზიარებდა დაზვერვის ინფორმაციას და აფრთხილებდა,რუსეთის გარდაუვალი შემოჭრის შესახებ. და მაინც, არავინ, ზელენსკიც კი არ ელოდა, რომ ეს მოხდებოდა. როდესაც ეს მოხდა, მან ჩაიცვა კოსტიუმი, მივიდა ოფისში და გამოაცხადა საომარი მდგომარეობა. როდესაც რუსული ტანკები კიევისკენ მიისწრაფოდნენ, მან სამხედრო სამოსი გამოიცვალა და მოიპოვა უკრაინელების ურყევი მხარდაჭერა და მსოფლიო აღფრთოვანება იმით, რომ არ გაქცეულა ქვეყნიდან. ”მე მჭირდება საბრძოლო მასალა და არა გასეირნება.” "ბუჩას შემდეგ მივხვდით, რომ ეს იყო ომი, რომლის მიზანი ჩვენი ყველას განადგურება იყო,- განადგურების ომი,"- დასძინა ზელენსკამ. ომის მეორე დღეს ზელენსკიმ გადაიღო ახლა უკვე ცნობილი ვიდეო მისი და მისი გუნდის საპრეზიდენტო შენობის გარეთ. მისი მესიჯი - „ჩვენ აქ ვართ. ჩვენ კიევში ვართ. ჩვენ ვიცავთ უკრაინას“, რომელიც შთააგონებს უკრაინელებმა იგივე გააკეთონ. მას შემდეგ, მისი ყოველდღიური ვიდეო ბრიფინგი ერის მორალის ამაღლებას ემსახურება. ვიდრე ომის დაწყებისას ზელენსკი ჩანდა ეკრანებზე მთელს უკრაინაში და სთხოვდა შეერთებულ შტატებსა და ევროპას გამოეგზავნათ იარაღი და დახმარება, ზელენსკა და ბავშვები გაუჩინარდნენ და გადაადგილდებოდნენ უსაფრთხო ადგილებს შორის. იმ რთულ დღეებში ზელენსკა ასრულებდა თავის ოფიციალურ მოვალეობებს, ატარებდა წერილობით ინტერვიუებს, ცდილობდა გადაეკეთებინა მისი ზოგიერთი ინიციატივა ომის დროს. ”ჩემს ყოველდღიურ განრიგში არ მქონდა თავისუფალი მომენტი, როცა შემეძლო უბრალოდ დავმჯდარიყავი და ცუდზე მეფიქრა”, - თქვა მან. "რა თქმა უნდა, ის ჩემი სიყვარულია. მაგრამ ის ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია,"- განაცხადა ზელენსკიმ. როდესაც ზელენსკიმ გადაწყვიტა კენჭი ეყარა, ზელენსკა აღელდა. „პატივს ვცემდი მის არჩევანს და მივხვდი, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ამავე დროს ვგრძნობდი, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება საკმაოდ რადიკალურად შეიცვლებოდა.ვიცოდი, რომ ბევრი მუშაობა მომიწევდა და მართალიც ვიყავი"
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)