15:34 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-26 13:41:39, 2779 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ კიდევ 25 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნა

უკრაინამ 25 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნა,- ამის შესახებ განცხადებას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ცხედრების დაბრუნების ოპერაცია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით განხორციელდა.

„მორიგი ოპერაცია ჩატარდა დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადასაყვანად. უკრაინამ კიდევ 25 დამცველის ცხედარი დაუბრუნა",- აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ცხედრების დაბრუნების პროცესი ჟენევის კონვენციის ნორმების დაცვით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 4 ივნისს ცნობილი გახდა დაღუპული ჯარისკაცების პირველი ოფიციალურად დადასტურებული გაცვლის შესახებ რუსულ მხარესთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. 

უკრაინამ მაშინ  სულ 320 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, რომელთა გაცვლა მის საჯაროდ გამოცხადებამდე ორი დღით ადრე განხორციელდა.

ოპერაცია თავდაცვის სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და უკრაინის სხვა სამართალდამცავი უწყებები ახორციელებდნენ.

ამასთან, 6 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ  2500-ზე მეტი  უკრაინელი ჯარისკაცი აზოვსტალიდან რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics