00:27 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-25 13:37:25, 904 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - „ქართულმა ოცნებამ“ ვერ ისწავლა, რომ ოლიგარქიული მმართველობა ევროკავშირის სტატუსის მიღებას აფერხებს

„ქართული ოცნებისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია დაიცვან ბიძინა ივანიშვილი, ვიდრე საკუთარი ქვეყანა, ეს ძალიან სამწუხარო ამბავია,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხდა.

ევროპარლამენტარი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, რომელიც მან ევროკომისიის პრეზიდენტს გაუგზავნა.

იუკნევიჩიენეს თქმით, საქართველოს მომავალი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი.

„როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია დაიცვან ბიძინა ივანიშვილი, ვიდრე საკუთარი ქვეყანა-საქართველო, ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. როგორც ვხედავთ, გასული ევროსაბჭოს შეხვედრის მერეც, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ ისწავლა გაკვეთილები - ოლიგარქიული მმართველობა არის ის ფაქტორი, რომელიც საქართველოს აფერხებს ევროკავშირის სტატუსის მიღებისგან, მათ არ ესმით რას ნიშნავს ეს დემოკრატიისთვის და მათ არ ესმით რა არის დღეს, ამ ეტაპზე მუშაობა ოპოზიციასთან, რათა გააერთიანონ ძალისხმევა.

ის, რომ მოითხოვეს რეზოლუციის შეცვლა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, ეს არის წარმოუდგენელი, ეს შეუძლებელია. ეს რეზოლუცია მიღებულია და ჩვენ დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება ვართ და ამ რეზოლუციაში ჩვენი ნებაა გამოხატული.

მესმის, რომ ოპოზიციისთვის რთულია ხელი გაუწოდონ ან მხარი დაუჭირონ მთავრობას, მაგრამ მაინც უნდა ეცადონ, რომ თავის მხრიდან გადადგან ყველა ნაბიჯი. საქართველოს მომავალი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი“,- განაცხადა იუკნევიჩიენემ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნა წერილი, სადაც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი. 

პრემიერის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics