16:37 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-25 10:46:38, 1020 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა გაიმართა.

უწყების ცნობით, პროექტის განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და კახა კაკაბაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი  ესწრებოდნენ.

„ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები ეხება, როგორც სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ისე კერძო სექტორს. მნიშვნელოვანია, განხილვის პროცესში თითოეული სახელმწიფო უწყების აქტიური ჩართულობა, რათა პარლამენტს წარედგინოს ისეთი კანონპროექტი, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას ემსახურება, პრაქტიკაში აღსრულებადი იქნება და არ შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა ახალი კანონპროექტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონი სახეობების, ჰაბიტატების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვის, საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების შექმნისა და მართვის, ველური მცენარეებით, სოკოებითა  და გარეული ცხოველებით სარგებლობის საკითხებს არეგულირებს. კანონი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) გაიდლაინებს ემყარება და მიზნად ისახავს საქართველოში ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო კონვენციის (CBD) და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დანერგვას, ასევე, განსაზღვრავს ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის საკითხებს.

მათივე ცნობით, კანონის პროექტი „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ქართველი ექსპერტების მიერ მომზადდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics