15:34 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-24 13:43:14, 1541 ნახვა

ომი უკრაინაში
ზახაროვა ოდესაზე - რაკეტებმა ზუსტი დარტყმით უკრაინული სამხედრო ნავი კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე გაგზავნეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ დაადასტურა  რუსეთის სარაკეტო  დარტყმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე .

მისი თქმით, თავდასხმა ქალაქზე პორტის მახლობლად, სადაც მარცვლეული ინახებოდა ექსპორტისთვის, „მაღალი სიზუსტის“ რაკეტით განხორციელდა. 

ამავდროულად, ზახაროვა ირწმუნება, რომ დარტყმების სერიის მიზანი, სავარაუდოდ,  სამხედრო ნავი იყო და არა მარცვლეულის საწყობები. 

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის პორტის დაბომბვას უწოდა „უხეში რუსული ბარბაროსობა“. კალიბრის რაკეტებმა გაანადგურეს ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურა და ზუსტი დარტყმით უკრაინული სამხედრო ნავი გაგზავნეს კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე“, - წერს ზახაროვა.

შეგახსენებთ, რომ ოდესის პორტის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. რუსეთს 24 საათზე ნაკლები დრო დასჭირდა იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა გაერო-სა და თურქეთთან მის მიერ გაფირმებული ხელშეკრულება. 22 ივლისს რუსეთმა  უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. მოლაპარაკებებში ჩართული იყო გაერო და თურქეთის პრეზიდენტი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics