2022-07-23 15:01:14, 1060 ნახვა
პოლიტიკა
ექსპორტზე შეთანხმება რუსეთმა 24 საათში დაარღვია და ოდესის პორტი დაბომბა
ოდესის პორტის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთს 24 საათზე ნაკლები დრო დასჭირდა იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა გაერო-სა და თურქეთთან მის მიერ გაფირმებული ხელშეკრულება.
"რუსეთის ფედერაციას 24 საათზე ნაკლები დასჭირდა, რათა ეჭვქვეშ დაეყენებინა გაერო-სა და თურქეთთან მის მიერ მიცემულ შეთანხმებები და დაპირებებში გუშინ სტამბოლში ხელმოწერილ დოკუმენტში ოდესის პორტის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმით". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,