|
2022-07-22 17:26:29, 1806 ნახვა
საზოგადოება
იზრუნე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე - „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია
საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. სხვადასხვა სეზონზე, მოგზაურობისა და მობილობის გაზრდასთან ერთად იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვიც, რომელთა თავიდან აცილება გამართული ავტომობილით, წესების დაცვითა და მართვის კულტურის გათვალისწინებით არის შესაძლებელი.
სწორედ ამიტომ „თეგეტა მოტორსი“ ჰოლდინგის ახალ კამპანიას „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ შეუერთდა და კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, მთავარი აქცენტი უსაფრთხოებაზე გააკეთა. კამპანია კომერციულ შეთავაზებებთან ერთად, უსაფრთხო გადაადგილებისთვის ცნობიერების ამაღლებას და მართვის კულტურის დანერგვას გულისხმობს.
ნინო ბეგიაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: „თეგეტა მოტორსისთვის“, ერთი მხრივ, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მეორე მხრივ კი, მისი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უსაფრთხოებაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ მომხმარებელს ავტომობილზე ზრუნვა კიდევ უფრო გავუმარტივოთ. იმისათვის, რომ ჩვენმა მომხმარებელმა გამართული ავტომობილით უსაფრთხოდ იმგზავრონ, კამპანიის ფარგლებში მათ სხვადასხვა აქციასა და ფასდაკლებას შევთავაზებთ. დაგეგმილი გვაქვს აქტივობები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ცნობიერების ასამაღლებლად.“ სწორედ ამ მიზნით დაიწყო „თეგეტა მოტორსმა“ პოდკასტების სერია, სადაც ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე და ავტომრბოლელი დათა ქაჯაია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ სხვადასხვა აქტუალურ თემას განიხილავენ. ახალი კამპანიის ფარგლებში „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლის ავტომობილის გამართულობაზეც იზრუნებს და სხვადასხვა სერვისზე ფასდაკლებას შესთავაზებს.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)