|
2022-07-22 15:47:38, 1368 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონი - რუსმა სამხედროებმა ვერცერთი ამერიკული HIMARS სისტემა ვერ გაანადგურეს
ამერიკის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის თქმით, რუსეთმა ჯერჯერობით ვერ გაანადგურა ვერცერთი Himars სარაკეტო გამშვები სისტემა, რომელიც აშშ-მ გაუგზავნა უკრაინას, მიმდინარე ომში დახმარების მიზნით. მილიმ, რომელიც თავდაცვის მდივანთან ლოიდ ჯ. ოსტინ III-თან პრესკონფერენციაზე ისაუბრა, თქვა, რომ უკრაინის არმია ამერიკულ სისტემას ეფექტურად იყენებს. „დღემდე ეს სისტემები რუსებს არ გაუუნადგურებიათ და ყოველ ჯერზე, როცა მსგავს რამეს ვამბობ, შეშაზე ვაკაკუნებ უკრაინელები ძალიან ეფექტურები არიან მათ გამოყენებაში, მიზნების წინააღმდეგ ზუსტად ისვრიან," - განუცხადა მილიმ ჟურნალისტებს. თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ HIMARS სისტემები „მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ იმაზე, რაც ხდება, ფრონტის ხაზზე“ უკრაინაში.ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დროს გამოაცხადა, რომ აშშ უკრაინაში გაგზავნის დამატებით ოთხ M142 HIMARS- ს, ჯამში რაოდენობა 16-ს მიაღწევს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)