|
2022-07-22 12:22:49, 641 ნახვა
საზოგადოება
ლონდონში, „თიბისის“ მხარდაჭერით, საცხობების ქსელის - Entrée-ს რიგით მე-3 ობიექტი გაიხსნა
„თიბისის“ მხარდაჭერით, ლონდონში, საცხობების ქსელი Entrée ფართოვდება. ახლა უკვე ბაკინგემის სასახლესთან (28 Buckingham Palace Road), ქსელის მე-3 ობიექტი გაიხსნა. Entrée-ს ახალი ობიექტის გასახსნელად კომპანიამ 350 000 ფუნტის ინვესტიცია განახორციელა და 8 სამუშაო ადგილი შექმნა. ახალი ფილიალის შემთხვევაშიც, Entrée სტუმრებს ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად, ფრანგულ პურ-ფუნთუშეულს სთავაზობს. ქართული და დასავლური სამზარეულოს უნიკალური ნაზავი ბრიტანელი მომხმარებელისთვის საინტერესო და მიმზიდველი გამოდგა. ლონდონში დასაქმებულების გადამზადების კურსებს Entrée-ს საქართველოში მოქმედი ფილიალების გამოცდილი თანამშრომლები უძღვებიან. საცხობის პირველი ობიექტი - Tbilisi Bakery, ნოთინგ ჰილ გეითის - #138-ში, მეორე ობიექტი კი მეიფაიარზე, ბარკლის სკვერთან მდებარეობს. „ანტრე ლონდონი" ქსელის საეთაშორისო გაფართოების ნაწილია, რომელიც თბილისისა და ბაქოს შემდეგ, მესამე ქალაქში გრძელდება. შედეგად, დღეს Entrée-ს ქსელი ლონდონში - 3 ფილიალს, აზერბაიჯანში - 6 ობიექტს, საქართველოში კი 14 ფილიალს აერთიანებს. თიბისისთვის პრიორიტეტულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს. ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმ ბრენდის რეალიზებაში წვლილის შეტანა, რომელიც საერთაშორისო მომხმარებელს ქართულ პროდუქტსა და ღირებულებებს აცნობს.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)