02:13 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 15:41:48, 1039 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა აშშ-ს მთავრობაზე თავდასხმა

საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა თავდასხმა შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებზე. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს სურს რადიკალურ ოპოზიციას, რადგან ამ ყველაფერს სინამდვილეში თავად აკეთებენ.

"საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა თავდასხმა ან შეურაცხყოფა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებზე და ეს გამორიცხულია მომავალშიც. ვფიქრობ, ამაზე ხაზგასმით, ამის თქმა უბრალოდ შეუძლებელია. მესმის, რომ ძალიან უნდა რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენს ოპონენტებს,  სინამდვილეში, რასაც თვითონ აკეთებენ ამ წლების განმავლობაში, თავს ესხმიან, მართლაც შეურაცხყოფას აყენებენ დასავლეთს, ელჩებს, სურთ, რომ ეს გადმოაბრალონ ქართულ ოცნებას". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა საქართველოზე საუბრისას აღნიშნა,რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მან ასევე "დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები" უწოდა კელი დეგნანის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics