|
2022-07-20 17:29:12, 1283 ნახვა
რეგიონი
24 ივლისს ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს
ბათუმის შემდეგ ფესტივალს „Kobuleti Fest 2022” უკვე ქობულეთი უმასპინძლებს. 24 ივლისს, ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მუსიკალური ბენდები „ასეა სულ“, „ოჩის ქოხი“ და „ღამის შოუს ბენდი“ იზრუნებენ. ფესტივალის პარალელურად დაგეგმილია ქობულეთის ახალი ბულვარის ტერიტორიის გახსნა (მეგობრობის ქუჩა #30 მიმდებარედ). დღის განმავლობაში, ახალი ბულვარის მიმდებარედ ზღვის სანაპიროზე დრამების შოუ, ფრანების შოუ, საბავშვო და სპორტული აქტივობებია დაგეგმილი. ფესტივალის ფარგლებში ცენტრალურ პარკშივე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი. 12 :00 – 20 :00 ახალი ბულვარის ტერიტორია (მეგობრობის ქუჩა #30 მიმდებარედ) : • ფრანების ფესტივალი და DJ სანაპიროზე • სპორტული აქტივობები ( ქვიშის ფრენბურთი/მაგიდის ჩოგბურთი) • დრამების შოუ • საბავშვო გასართობი აქტივობები • ანიმატორები • მასკოტები, სახის მოხატვა • საპნის ბუშტების შოუ • სარკიანი პატარა აუზები • საზაფხულო დეკორაციები და ფოტოკუთხეები
20:00 – 01:00 ქობულეთის ცენტრალური პარკი
20:00 – 01:0 – გალა კონცერტი • 20:00 ბენდი„ასეა სულ“ • 21:00 ბენდი ოჩოს ქოხი • 22:00 ღამის შოუს ბენდი • 22:30 ფოიერვერკი • 23:00 DJ ნუგო ქობულეთის ფესტივალი ტრადიციული, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)