|
2022-07-20 16:56:36, 2814 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე წერეთელზე - კამერების გასაჯაროების შიშით აღარ დამალა და თქვა, რომ მართლაც ჰქონდა ინციდენტამდე ანრისთან კომუნიკაცია
როგორც არ უნდა „დაალაგო“ “ფეიკი”, საბოლოოდ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს!, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე წერს. მისი თქმით, ვატო წერეთელმა აღარ დამალა და თქვა, რომ მართლაც ჰქონდა კომუნიკაცია ინციდენტამდე ანრი ოხანაშვილთა. "ალბათ გახსოვთ ორი ვერსია ამერიკის საელჩოში მომხდართან დაკავშირებით: მეორე ვერსიით, დეპუტატები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, უმიზეზოდ, თავს დაესხნენ წერეთელს. გუშინ წერეთელმა მის მიერ გახმოვანებულ ვერსიაზე უარი თქვა და პირველი ვერსია დაადასტურა. კამერების გასაჯაროების შიშით აღარ დამალა და თქვა, რომ მართლაც ჰქონდა კომუნიკაცია ინციდენტამდე (ყურში ნამდვილად ჩავჩურჩულეო) ანრისთან და გახშირებული მუქარები, მათ შორის პერსონალური შემოთვლები იმიჯური განადგურების მუქარით, პროვოკაციები, უხამსობა და სხვა სახის მდაბიო ბულინგის მცდელობები უდავოდ შეიცავს პანიკის ნიშნებს ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლთა ბანაკში. სიმართლე კი ყოველთვის გაიმარჯვებს, ისევე როგორც ეს ქვეყანა და მისი ეროვნული ინტერესი!",- წერს მდინარაძე.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)