02:13 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 14:57:29, 650 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელში, სადაც კიდევ ველოდები, რომ ხელისუფლება წავიდეს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტს "ისტორიული მომენტს" უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყნის მომავლისთვის, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

როგორც ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავარ რეკომენდაციებზე მუშაობა ხელისუფლებამ ბრიუსელში უნდა დაიწყოს. 

"ეს ვიზიტი ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჩვენი მომავლისთვის. ამ დროს, მოსმენა ევროპარლამენტარების გზავბილების მოსმენა უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ამ რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დღევანდელ მსოფლიოში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ  მონიჭებული ევროპული პერსექტივა წინ გადადგმული ნაბიჯია და უკან დახევა არ იქნება. მეორეს მხრივ, ის განცხადება, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, თუკი შევასრულებთ  მთავარ რეკომენდაციებს.ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი - ბრიუსელში, სადაც მე კიდევ ველოდები, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები წავიდნენ და გაარკვიონ დეტალები, როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ნაწილი.", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

განსახილველი საკითხები კი, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი იქნება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics