22:00 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 13:14:14, 500 ნახვა

პოლიტიკა
დედაქალაქის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების შესყიდვას განაგრძობს

დედაქალაქის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის პროცესს განაგრძობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში, 53 ბინაა შესყიდული.

„მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია უსახლკაროთა საცხოვრებელებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. 53 ბინა არის შეძენილი და ხდება ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. უსახლკაროს სტატუსი, დაახლოებით, 400-მდე ოჯახს აქვს. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი საცხოვრებელი ფართის გარეშე არ დარჩება.   ყველას გვერდით დავუდგებით და მომდევნო წლების განმავლობაში, ყველა ასეთი ოჯახი ბინებით იქნება დაკმაყოფილებული. ვისაც სტატუსი ჯერ არ აქვს, უნდა მიმართოთ შესაბამის უწყებას, რომელიც აგიხსნით, თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ სტატუსის მისაღებად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერია წლის ბოლომდე უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის დამატებით, სამი ბინის შესყიდვას გეგმავს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics