18:56 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 13:07:27, 582 ნახვა

საზოგადოება
„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, 23 ივლისს დიდი დიღმის ახალ პარკში ღონისძიება გაიმართება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 23 ივლისს, დიდი დიღმის ახალ პარკში ბენდ Killages კონცერტი და სხვადასხვა საბავშვო და სპორტული აქტივობა გაიმართება.

„გრძელდება პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, 23 ივლისს დიდი დიღმის ახალ პარკში (მირიან მეფის ქუჩა) დაგეგმილი გვაქვს ღონისძიება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება პოპულარული ახალგაზრდული ბენდის - Killages კონცერტი, საბავშვო გასართობი, შემეცნებითი აქტივობები, თეატრალური წარმოდგენები და სპორტული აქტივობები. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა 18:00-დან 23:00 საათამდე პერიოდში გაიმართება. კონცერტი დაიწყება 21:00 საათზე. ასევე, წარმოდგენილი იქნება DJ-ის პროგრამა. რაც შეეხება საბავშვო ნაწილს, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება, ღონისძიებაზე მისულ პატარებს მეზღაპრის, ხატვისა და ილუსტრატორთა კუთხეები, თითებისა და მოზარდ-მაყურებელთა თეატრების სპექტაკლები დახვდებათ, სპორტულ ნაწილში კი გოლფის, მაგიდის ჩოგბურთის, ტექბოლისა და ვირტუალური (VR) სივრცეები იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.  

მისივე თქმით, პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

„აგვისტოში გარკვეული პაუზა გვექნება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქიდან გადის. შესაბამისად, აგვისტოს ბოლოდან ან სექტემბრიდან პროექტი ისევ გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics