|
2022-07-20 10:54:17, 569 ნახვა
საზოგადოება
გალტ & თაგარტის მხარდაჭერით გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ემისიების მასტერკლასი გაიმართება
გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 21 ივლისს, 17:00 საათზე „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ საგანმანათლებლო სერიის ფარგლებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ემისიების შესახებ მასტერკლასი ჩატარდება. ღონისძიება ისეთი თემების განხილვას დაეთმობა, როგორიცაა: ESG და მწვანე ობლიგაციების ბაზარი; ESG/მწვანე ობლიგაციების ჩარჩოს შემუშავებისა და მეორე მხარის მოსაზრების მოპოვების პროცესი; მსგავსი ემისიის შემდგომ, ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები. კომპანიები ასევე შეიტყობენ თუ რა ტიპის მხარდაჭერის მოპოვება შეუძლიათ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისგან (IFC) ESG/მწვანე ინსტრუმენტების ემისიის ფარგლებში. მასტერკლასის მიწვეული სპიკერები არიან: Honorata Fijalka (REGIO Lead Europe Central Asia: IFC) და ბორის ჯანჯალია (IFC-ის კორპორაციული მმართველობის ოფიცერი). „მასტერკლასი კომპანიებს საჭირო ინფორმაციასა და სასარგებლო რჩევებს მიაწვდის იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ობლიგაციების ბაზარი და თუ როგორ მოიპოვონ დაფინანსება მსგავსი პროექტებისთვის. ეს ერთის მხრივ, კომპანიებს სამომავლო განვითარებაში დაეხმარება, ხოლო მეორეს მხრივ, მდგრადი, ეკომეგობრული და სოციალური პროექტების განხორციელებით, გრძელვადიან სარგებელს მოუტანს მთელს საზოგადობას. ESG ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - ჩვენს მომხმარებლებს საკონსულტაციო მომსახურებას ვთავაზობთ, რომელიც ESG პროექტების ჩარჩოს შემუშავებასა და მათ განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსის მოზიდვაში ეხმარება. მოხარული ვართ, რომ „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ქართული კომპანიების მიერ კაპიტალის ბაზრების უკეთ ათვისებას და გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ემისიების განხორციელებას“, – განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს, აღნიშნული ბმულის მეშვეობით შეუძლია: https://bit.ly/3PvFDb2 ინფორმაციისთვის, „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოებს ასრულებს Galt & Taggart, BDO Georgia-სთან ერთად. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ ბმულზეა ხელმისაწვდომი: https://cms.org.ge/
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)