03:05 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 15:59:32, 960 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი - დეგნანისადმი ასეთი რიტორიკა დასავლეთისთვის ხელის კვრას გულისხმობს

ეს სრული სიცრუეა. შეუძლებელია ამერიკა ან ამერიკის ელჩი ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩათრევას. - განაცხადა "ამერიკის ხმასთან" აშშ-ს ყოფილმა ელჩმა იან კელიმ.

მისივე თქმით, დეგნანისადმი ასეთი რიტორიკა უფრო ფართო კამპანიის ნაწილია, რომელიც გულისხმობს დასავლეთისთვის ხელის კვრას.

"ეს სრული სიცრუეა. შეუძლებელია ამერიკა ან ამერიკის ელჩი ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩათრევას. ამასთან, ესაა უფრო ფართო ტენდენციის თუ კამპანიის ნაწილიც კი, რომელიც გულისხმობს - დასავლეთისთვის ხელის კვრას; ისეთი გზით, როგორიც ე.წ. „პერსონაჟის მკვლელობა“, მისი რეპუტაციის დაზიანებაა - ელჩი დეგნანისა და სხვა ევროპელი დიპლომატების მიმართ. ასევე იმ კუთხით, რომ არ სრულდება ის შეთანხმებები და დაპირებები, რომლებიც საქართველომ დასავლურ ქვეყნებთან წლების წინ ან ახლახან გააფორმა და კონკრეტული რეფორმების გატარებას შეეხება. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მეგობარი ამერიკასა და ევროპაში ძალიან შეშფოთებულია ამ ტენდენციებით. 

ამერიკაში ბევრია შეწუხებული ერთპარტიული მმართველობისკენ სვლის ტენდენციით, ოპოზიციის დემონიზაციისა და სრული მარგინალიზაციისკენ მიმართული ქმედებებით. უპრეცედენტოა შეთანხმებების დარღვევისა და საქართველოს მეგობრების შეურაცხყოფის უწყვეტი ნაკადი. კელი დეგნანი კი, რა თქმა უნდა, საქართველოს მეგობარია, ისევე როგორც მე, და ბევრი ადამიანი სახელმწიფო დეპარტამენტში, თავდაცვის დეპარტამენტში თუ კაპიტოლიუმში. ჩვენ, ყველა, შეშფოთებულები და დაბნეულები ვართ, ვცდილობთ გავიგოთ რა ხდება. ამას ექნება გავლენა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის დისკრედიტაციას, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები, რომელიც ასევე მიმართულია ევროინტეგრაციის დისკრედიტაციისკენ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics