19:12 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-18 14:46:34, 613 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ ინიციატივითა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მხარდაჭერით, საფოსტო მარკის „საქართველოს საზღვაო შუქურების“ პრეზენტაცია გაიმართა

მიმდინარე წლის 16 ივლისს, „საქართველოს ფოსტის“ ინიციატივითა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მხარდაჭერით, საფოსტო მარკის „საქართველოს საზღვაო შუქურების“ პრეზენტაცია გაიმართა. მარკებზე, რომლებიც მიმოქცევაშია 2022 წლიდან, გამოსახულია სოხუმის, ფოთისა და ბათუმის შუქრები.

მე-19-ე საუკუნის მეორე ნახევარში, საქართველოში, სანავსადგურო ქალაქების განვითარებამ, შუქურების აგების აუცილებლობა გამოიწვია. სწორედ ამ პერიოდში, სოხუმში, ფოთსა და ბათუმში იქნა აგებული შუქურები, რომელთაც დღეს უკვე მინიჭებული აქვთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სწორედ, არქიტექტურული ღირებულებების მქონე შუქურების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ფოსტამ  გამოსცა შუქურების მარკების სერია.

პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორმა  რევაზ ბაბილუამ, ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტყებუჩავამ.

მარკის ავტორია გიორგი მამულაშვილი. ღონისძიება გაიმართა სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ტერიტორიაზე, ქალაქ ფოთში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics