18:20 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-18 11:53:41, 1025 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების სამსახური - მომატებული ტემპერატურის გამო, იზრდება ტყის ხანძრების რისკი

აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები,  რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო - სამეურნეო სავარგულებზე.

უწყების ცნობით, რისკის შემცველია საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომლებსაც თვითაალება ახასიათებთ.

"აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს."- ვკითხულობთ განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ჯაშუშობის საქმეზე ფარული ვიდეოჩანაწერების კადრები გამოაქვეყნა
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics