|
2022-07-16 14:47:32, 1413 ნახვა
პოლიტიკა
შსს-ს მოადგილე საგანგებო სიტუაციების კოორდინირებული მართვის შესახებ უწყებათშორისი სემინარის დახურვის ღონისძიებას დაესწრო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ორგანიზებულ უწყებათაშორის სემინარში - "საქართველოს ეროვნული რეაგირების ჩარჩო". სწავლების დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე - გიგა ნიკოლეიშვილი და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც მონაწილეებს კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. ხუთდღიანი სწავლება ქბრბ უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პროგრამის (CSCEP) ფარგლებში ჩატარდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა საგანგებო სიტუაციების დროს უწყებათშორისი კოორდინაციის მექანიზმების დახვეწას, ინციდენტებზე რეაგირების, რისკების შეფასებისა და მასთან ასოცირებული პროცედურების შესახებ ამერიკული გამოცდილების გაზიარებას. კურსს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მიერ მოწვეული ამერიკელი ექსპერტები უძღვებოდნენ. სწავლების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საგანგებო სიტუაციებზე პირველადი მორეაგირე უწყებების როლი და პასუხისმგებლობები, საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზაციული მოდელები, ფართომასშტაბიანი ინციდენტების მართვა, უწყებათშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება და სხვ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან (DTRA) მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით. სააგენტოს აქტიური მხარდაჭერით არაერთი პროექტი განხორციელდა, რომლებიც ითვალისწინებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტექნიკურ აღჭურვასა და უწყების შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)