2022-07-15 19:17:55, 1226 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკომისიამ უკრაინაში ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი შეათანხმა
ევროკომისიამ უკრაინაში ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი შეათანხმა.
მათივე თქმით, აღნიშნული სანქციები რუსულ ოქროზე ემბარგოსა და რუსეთში ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვის გაფართოებას ითვალისწინებს.
"გამოვდივართ შეთავაზებით, რომ გავამკაცროთ მძიმე სანქციები კრემლის წინააღმდეგ და გავაგრძელოთ 2023 წლის იანვრამდე. რუსეთმა უნდა გააგრძელოს მაღალი ფასის გადახდა თავისი აგრესიისთვის". - განაცხადა ლაიენმა.
შეგახსენებთ, რომ სანქციების ახალი, მეშვიდე პაკეტი ევროკავშირის წევრებმა უნდა განიხილოს და შემდგომ ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,