05:06 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 17:26:46, 1282 ნახვა

ეკონომიკა
სამომხმარებლო სესხის რეფინანსირება უკვე "თიბისის" ციფრულ ბანკშია შესაძლებელი

"თიბისიმ" ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად ციფრულ ბანკში კიდევ ერთი ახალი ფუნქციონალი დაამატა. ახლა უკვე შესაძლებელია, ციფრული არხებით სამომხმარებლო სესხით სარგებლობისას, გააერთიანო არსებული სესხები ან გადაფარო და თანხა დაიმატო.

მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად,  სესხზე განაცხადის შევსება და ყველა საჭირო საფეხურის გავლა მობაილბანკით, ბანკის ფილიალში ვიზიტის გარეშეა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს და ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო ამარტივებს. 

სამომხმარებლო სესხის ციფრული ბანკით მოთხოვნისას მომხმარებელი მობაილბანკის მთავარ მენიუში უნდა შევიდეს და შეთავაზებებში აირჩიოს ციფრული სამომხმარებლო სესხი.


ამის შემდეგ რამდენიმე მარტივი ეტაპია გასავლელი: მიუთითებს სესხის თანხას და შემოსავალს, დაეთანხმება მონაცემების გადამოწმებას და რამდენიმე წამში თიბისისგან შეთავაზებას მიიღებს. შეთავაზება ორნაირი შეიძლება იყოს: ახალი სესხი ან არსებულის გადაფარვა და თანხის დამატება.

სასურველი შეთავაზების არჩევის შემდეგ მომხმარებელი სესხის პირობებს გაეცნობა და დაეთანხმება. თანხა ჩაირიცხება კლიენტის მიერ არჩეულ ანგარიშზე.


 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics