|
2022-07-15 15:24:41, 1000 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საავიაციო სფეროში განვითარებისა და დასაქმების მსურველებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს. სტაჟირების ხანგრძლივობა 3-დან 6 თვემდე პერიოდს მოიცავს და ძირითადი მოთხოვნა ინგლისური ენის ცოდნაა. სტაჟიორები ქუთაისის აეროპორტში ფრენების კოორდინაციისა და მიწისზედა მომსახურების სამსახურში, ბაქანზე მომსახურებისა და მგზავრთა და ბარგის მომსახურების მიმართულებით დასაქმდებიან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო გამოცდილება მიიღონ და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ადგილზევე დასაქმდნენ. ,,ჩვენ ვეძებთ რეგიონში მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ ავიაციის სფერო და აქვთ დასაქმებისა და განვითარების სურვილი. ანაზღაურებადი სტაჟირება მოიცავს სპეციალურ სწავლებას სამუშაო ადგილზე, ხოლო მისი წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმებას შესაბამის პოზიციაზე. არ გვაქვს განსაკუთრებული მოთხოვნები. არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას. მოგეხსენებათ ქუთაისის აეროპორტი საერთაშორისო აეროპორტია და მსურველებს მოეთხოვებათ მხოლოდ ინგლისურის ცოდნა. დანარჩენ უნარებს ჩვენ თავად ვასწავლით,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ ეტაპზე 10 სამსახურია და 318 ადამიანია დასაქმებული. აეროპორტის გაფართოების შემდეგ თანამშრომლების რაოდენობა ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით იზრდება. სტაჟირების მსურველებმა 15 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@airports.ge .
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)