2022-07-15 10:21:12, 1067 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - არ შეიძლება, კუბილიუსის ჭკუაზე იაროს ევროპამ
არ შეიძლება, კუბილიუსის ჭკუაზე იაროს ევროპამ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ უნდა იმუშავოს საჭირო დოკუმენტებისა და რეფორმების მომზადებაზე.
"ჩვენ ეს პერიოდი უნდა ავიღოთ, დოკუმენტები უნდა მოვამზადოთ, პოზიციები უნდა შევაჯეროთ და შემდეგ უნდა გადავიდეთ საკონსულტაციო სტრუქტურებთან ურთიერთობაზე, ვენეციის კომისია მაქვს მხედველობაში. და პოზიტიური დღის წესრიგი უნდა შეიქმნას. არ შეიძლება, კუბილიუსის ჭკუაზე იაროს ევროპამ, იცით," - განაცხადა ვოლსკიმ
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,