12:16 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 17:55:25, 1447 ნახვა

ეკონომიკა
ევროკომისია - რუსეთის ომი აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და იწვევს ინფლაციას

ევროპის ეკონომიკას ემუქრება ნელი ზრდის და მაღალი ინფლაციის ორმაგი დარტყმა, რადგან ის ცდილობს გაუმკლავდეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგებს,- ნათქვამია ევროკომისიის ახალ ანგარიშში.

 ზაფხულის პროგნოზში , ბრიუსელის მმართველმა ორგანომ განაცხადა, რომ „გაჭიანურებული ომი“ შოკისმომგვრელ ტალღებს აყენებსევროკავშირს, რაც გამოიწვევს ეკონომიკური აქტივობის  შესამჩნევ შენელებას მომავალ წელს.

" 19 ქვეყანაში, რომელთა ეროვბული ვალუტა ევროა ზრდა მიმდინარე წელს 2,6%-ს შეადგენდა - რაც მაისის წინა პროგნოზის 2,7%-თან შედარებით დაღმავალია. ის გაიზარდება მხოლოდ 1,4%-ით 2023 წელს,"- ვკითხულობთ ანგარიშში.

ევროკავშირის 27 ქვეყნის მასშტაბით, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 1,5%-მდე შენელება.

„როდესაც უკრაინაში რუსეთის გაჭიანურებული შემოჭრის გააზრება ხდება, გლობალური ეკონომიკისთვის მისი შედეგების შეფასება უფრო ბუნდოვანი ხდება“, - თქვა კომისიამ. „ომით გამოწვეული შოკები პირდაპირ და ირიბად ურტყამს ევროკავშირის ეკონომიკას, აყენებს მას დაბალი ზრდისა და მაღალი ინფლაციის გზაზე."

„ენერგეტიკისა და სურსათის საქონლის ფასების სწრაფი ზრდა კვებავს გლობალურ ინფლაციურ ზეწოლას, ამცირებს შინამეურნეობების მსყიდველუნარიანობას და იწვევს მონეტარული პოლიტიკის უფრო სწრაფ რეაგირებას, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში ზრდის შენელებას ემატება ჩინეთის მკაცრი ნულოვანი კოვიდ პოლიტიკის უარყოფით ეკონომიკურ გავლენას."

ბევრი ევროპული ქვეყანა, მათ შორის გერმანია და იტალია, დიდად არიან დამოკიდებულნი რუსულ გაზზე და ენერგიის დაბალმა ფასებმა მაისის შემდეგ გააძლიერა ზეწოლა ამ ქვეყნებში არსებულ საყოფაცხოვრებო ხარჯებზე"

აღმასრულებელი ორგანოს თქმით, ევროკავშირისა და ევროზონის ეკონომიკის პერსპექტივა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდა ომი უკრაინაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics