|
2022-07-14 14:58:07, 1157 ნახვა
ეკონომიკა
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით „ნოვაგი“ სასათბურე მეურნეობას აფართოვებს
"საქართველოს ბანკი" აგროპროექტების ხელშეწყობას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით „ნოვაგი“ სასათბურე მეურნეობას აფართოვებს. პროექტი 500 კვ.მ.-ზე გაშენებულ მარწყვის სათბურებს აერთიანებს. უახლოეს მომავალში კი, სათბური დამატებით 500 კვ.მ.-ზე მოეწყობა. საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 40,000 ლარს უტოლდება. პროექტი სოფლის მეურნეობის სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდება. ყოველთვიურად, „ნოვაგი“ ადგილობრივ ბაზარზე 150-170 კილო ეკოლოგიურად სუფთა მარწყვის რეალიზაციას უზრუნველყოფს. „პანდემიის პერიოდში, სხვადასხვა გამოწვევების ფონზე, გადავწყვიტეთ სრულიად ახალი საქმიანობა წამოგვეწყო და სოფლის მეურნეობაში გვეცადა ბედი. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, თუმცა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შევძელით საჭირო რესურსის მოზიდვა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების სათბურის მოსაწყობად მივმართეთ. სათბურში ბიოლოგიურად სუფთა მარწყვი მოგვყავს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ფერმერებთან და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში ვახორციელებთ. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ საქმიანობა გაგვეფართოვებინა და სულ მალე, პარტნიორობის ფარგლებში დამატებით 500 კვ.მ.-ზე მარწყვის მეორე სათბურს ავამუშავებთ“, - აცხადებს „ნოვაგის“ დირექტორი, გიორგი ჯოლოგუა. „აგროსექტორის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით „ნოვაგმა“ შეძლო საკუთარი მეურნეობის გაფართოვება და ბიზნესის განვითარება. აგრო მიმართულებით მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტების შეთავაზებით, ჩვენი მიზანია მომხმარებელს მაქსიმალურად მათ საჭიროებებზე მორგებული შესაძლებლობები შევთავაზოთ, რაც გაუმარტივებს წვდომას საჭირო ფინანსურ რესურსზე, ისეთ კრიტიკულად მნიშნელოვან პერიოდებშიც, როგორიც საქმიანობის საწყისი ეტაპია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ აღნიშნული მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)