2022-07-14 12:48:50, 1108 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ვინიცაზე სარაკეტო შეტევები განახორციელეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ვინიცაზე სარაკეტო შეტევები განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 6 ადამიანი, დაღუპულია - ორი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.
აფეთქებების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ვინიცის საკრებულო ავრცელებს.
"ვინიცაში აფეთქებები ისმოდა. არ გამოხვიდეთ სამალავიდან. ნუ გაავრცელებთ ფოტოებსა და ვიდეოებს", - წერს ხელისუფლება.
მათივე ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ რეგიონის თავზე 4 რაკეტა ჩამოაგდო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,