07:26 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 10:31:33, 778 ნახვა

მსოფლიო
უნგრეთში ენერგეტიკული კრიზისის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უნგრეთმა  ენერგეტიკული კრიზისის, გაზის მიწოდების შეფერხებისა და ენერგო ფასების ზრდის საპასუხოდ  საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ ახლა გეგმავს  გაზარდოს შიდა ენერგიის წარმოების შესაძლებლობები, რათა უზრუნველყოს ადეკვატური მიწოდება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის გერგელი გულიასმა ევროპის "ენერგეტიკულ კრიზისში" უკრაინის ომი და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები დაადანაშაულა.

„გახანგრძლივებულმა ომმა და ბრიუსელის სანქციებმა გამოიწვია ენერგიის ფასების მკვეთრი მატება მთელ ევროპაში და, ფაქტობრივად, ევროპის დიდი ნაწილი უკვე ენერგეტიკულ კრიზისშია“, - დასძინა გულიასმა.

ბუდაპეშტი აცხადებს, რომ გაზრდის ბუნებრივი აირის წლიურ წარმოებას 1,5 მილიარდი კუბური მეტრიდან 2 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

ევროკავშირის წევრი ქვეყანა ასევე გეგმავს ნახშირის მოპოვების გაზრდას და მატრაში  მომუშავე ელექტროსადგურის აღდგენას.

ენერგიის ექსპორტი აიკრძალება და უნგრეთის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური გაახანგრძლივებს მუშაობის დროს წარმოების გაზრდის მიზნით, თქვა გულიასმა ოთხშაბათს. მოქალაქეებს ასევე დაევალათ „მოხმარების შერბილება ან ჭარბი საბაზრო ფასით გადახდა“.

ზომები - რომლებიც ეწინააღმდეგება უნგრეთის კლიმატის ვალდებულებებს აგვისტოში შევა ძალაში.

 შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა მოიწვია მინისტრთა კაბინეტის სხდომა, რათა განეხილათ ის, რასაც მან უწოდა "ენერგეტიკული საგანგებო მდგომარეობა" ევროპაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics