2022-07-12 15:09:49, 1126 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, თამარ მეფის ქუჩაზე ხანძარია - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი
თბილისში, თამარ მეფის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი 20 ნომერში მდებარე სახოვრებელ კორპუსს გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. რამდენიმეს კი, ძლიერი დაკვამლიანების გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ადგილზე 10-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. შენობიდან საჭირო გახდა მოხუცებისა და ბავშვების ევაკუაცია. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,