07:44 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-12 10:38:13, 985 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი - ირანი რუსეთს უპილოტო საფრენ თვითმფრინავებს გაუგზავნის

ირანის მთავრობა გეგმავს რუსეთს „რამდენიმე ასეული“ უპილოტო თვითმფრინავი გადასცეს,- აცხადებს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი.

მოსივე თქმით, უპილოტო თვითმფრინავების გადაცემა ივლისის თვეში იგეგმება.

„ჩვენი ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ირანის მთავრობა ემზადება მიაწოდოს რუსეთს რამდენიმე ასეულამდე [უპილოტო საჰაერო თვითმფრინავი], მათ შორის  დაჩქარებული ვადებით“, - განაცხადა სალივანმა. 

მან დასძინა, რომ ირანი ამ თვეში რუსულ ძალებს უპილოტო თვითმფრინავების გამოსაყენებლად წვრთნის.

„ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეძებს რუსეთი ირანის მსგავსი ქვეყნების შესაძლებლობებს, რომლებიც ... გამოიყენებოდა იემენში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუდის არაბეთზე თავდასხმის მიზნით“, - თქვა სალივანმა.

ირანიდან უპილოტო თვითმფრინავების ყიდვა მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი სასოწარკვეთილია, ეკონომიკური იზოლაციის გამო არჩევანი არ აქვს, - იტყობინება ამერიკელი ოფიციალური პირი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics