08:43 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-11 17:21:56, 2397 ნახვა

ომი უკრაინაში
ზღვის ნაღმები - საფრთხე, რომელიც უკრაინის წყლებში იმალება

 უკრაინის შავ ზღვაში მცურავი ასაფეთქებელი ნივთიერებები მოცურავეებს კლავს, ექსპერტები თანხმდებიან, რომ შავი ზღვის განარმვას  წლები დასჭირდება.

11 ივნისს 50 წლის მამაკაცი უკრაინის ქალაქ ოდესის სანაპიროზე მშვიდ წყლებში საცურაოდ შევიდა. წყალში არსებული ნაღმი აფეთქდა, რის შედეგადაც ის ადგილზევე დაიღუპა.

სულ მცირე ორი უკრაინელი მამაკაცი დაიღუპა ბოლო კვირების განმავლობაში საზღვაო ნაღმის აფეთქების შედეგად. „ეს არ ეხება თვით შოკის ტალღას“,როდესაც ნაღმი აფეთქდება, მაშინაც კი, თუ მასთან ძალიან ახლოს არ ხარ, შეიძლება დაკარგო გონება ან განიცადო ვერტიგოს ეფექტი. თქვენ კარგავთ სივრცეში ორიენტაციას და გონება ვერ ხვდება სად არის ზემოთ და სად ქვემოთ. ძალიან საშიშია. ამის გამო ადვილად დაიხრჩობი,“- აცხადებს ყოფილი სამხედრო მყვინთავი ოლეგ სოლოხა

შავი ზღვა სავსეა ასობით ნაღმით, რომელიც  ორივე მხარემ ჩამოაგდო უკრაინის ომში , რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხალხს და მარცვლეულის გადაზიდვის მარშრუტების გახსნას, რომელიც შეჩერებულია მოსკოვის საზღვაო ბლოკადის გამო.

"ეს მართლაც დიდი პრობლემაა, ახალი  ნაღმები იქ არის მეორე მსოფლიო ომის სხვა აუფეთქებელ მოწყობილობებთან ერთად, რომელთა მოძიებასაც ჩვენ ვაგრძელებთ. მთავარი საზრუნავი ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით რამდენი ნაღმი ჩამოაგდეს საზღვაო ბლოკადის დროს. ამ მოწყობილობების წყლების გაწმენდას დიდი დრო დასჭირდება,“- აცხადებს უკრაინის საზღვაო ფლოტის ყოფილი მყვინთავი  ვლადლენ ტობაკი.

კიევი და მოსკოვი შავ ზღვაში ნაღმების ჩამოგდების ბრალდებას ერთმანეთს უყენებენ. ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი სერგეი ბრაჩუკი, ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინაში 400-დან 600-მდე ნაღმი ჩააგდო.

მარტში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ გაავრცელეს ცნობა,  „ოდესის სანაპიროსთან მცურავი უკრაინული ნაღმების შესახებ “, რომლებიც, როგორც ცნობილია, ქარიშხლის შემდეგ გამოირიყა. მოსკოვის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა 370-მდე  საზღვაო ნაღმი გაანეიტრალეს.

ზღვის ნაღმები, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ აფეთქდეს გემის კორპუსის მათთან შეხებისას, მიმაგრებულია ფოლადის კაბელზე, რათა ისინი წყლის ქვეშ იყოს. თუმცა, მათ  შტორმების დროს დაშლა და ზღვის დინების შორ მანძილზე გადაადგილება ახასიათებთ.

საზღვაო ნაღმები არ არის აკრძალული საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ნაღმებისგან განსხვავებით. თუმცა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი განსაზღვრავს გარკვეულ წესებს. მაგალითად, სახელმწიფოებს შეუძლიათ განათავსონ ისინი თავიანთ ტერიტორიულ წყლებში, რათა დაიცვან თავიანთი სანაპიროები გარე თავდასხმებისგან. ჰააგის კონვენცია კრძალავს ნაღმების გამოყენებას საერთაშორისო წყლებში.

 

ანონიმურობის პირობით საუბრისას, უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება რობოტების გამოყენებით სანაპირო ზოლის ნაღმებისგან გაწმენდას გეგმავს, მაგრამ ამ მექანიზმის  ექსპლუატაციას  რამდენიმე თვე დასჭირდება.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics