22:46 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-09 18:41:36, 1630 ნახვა

პოლიტიკა
ჰარცელი - გვიჩნდება განცდა, რომ საქართველოში მედიაგარემო ბოლო დროს დამატებითი სტრესის ქვეშაა

გვიჩნდება განცდა, რომ საქართველოში მედიაგარემო ბოლო დროს დამატებითი სტრესის ქვეშაა. - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

მისივე თქმით,  ჩვენ მხედველობაში მივიღეთ სახალხო დამცველის მიერ გამოთქმული საკმაოდ კრიტიკული აზრი გვარამიას საქმეზე.

"ჩვენ ვსწავლობთ სიტუაციას მედიის თვალსაზრისით და გვიჩნდება განცდა, რომ საქართველოში მედიაგარემო ბოლო დროს დამატებითი სტრესის ქვეშ არის მოქცეული. ასევე, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ სახალხო დამცველის მიერ გამოთქმული საკმაოდ კრიტიკული აზრი ამ საქმის [ნიკა გვარამიას საქმე] განაჩენთან დაკავშირებით. გარკვეულწილად, ეს ევროკომისიის მიერ დადგენილ პრიორიტეტებშიც არის მოცემული". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიიღოს საჭიროა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics