|
2022-07-08 14:15:28, 1094 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექტორებმა ევროპის საბჭოს სასწავლო კურსი 96%-იანი მაჩვენებლით დახურეს, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია რეგიონში
შრომის ინსპექტორებმა ევროპის საბჭოს მთავარი საგანმანათლებლო პლატფორმის (HELP) კურსები ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების სწავლების მიმართულები, წარმატებით გაიარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლებმა სასწავლო კურსი 96%-იანი მაჩვენებლით დახურეს, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენელი და მნიშვნელოვანი შედეგია. „სასწავლო კურსის წარმატების გავლის ნიშნად, შრომის ინსპექტორებს სიგელები ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სტეფან სირბუმ და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ გადასცეს. HELP არის ევროსაბჭოს მთავარი საგანმანათლებლო პლატფორმა სამართლის სფეროს სპეციალისტებისთვის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გარდა, HELP განიხილავს სხვა დოკუმენტებსაც, მაგალითად, ევროპის სოციალურ ქარტიას (ESC) და ევროსაბჭოს კონვენციებს საკვანძო სფეროებს, როგორიც არის მონაცემთა დაცვა და შრომითი უფლებები. რამდენიმეთვიანი სასწავლო კურსი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის:
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების გამოყენება შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ამ სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვა კი თითოეული დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვის გარანტია“,- აღნშნულია ინფორმაციაში.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)