|
2022-07-08 13:40:51, 1099 ნახვა
მსოფლიო
დასავლელი ლიდერების ბოიკოტის ფონზე, ლავროვმა G20-ის სამიტი ნაადრევად დატოვა
გამოცხადებული ბოიკოტის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა G20-ის სამიტი დროზე ადრე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ლავროვი აწარმოებს ორმხრივ მოლაპარაკებებს, შემდეგ ის ისაუბრებს პრესასთან და რუსეთში დაბრუნდება. "ლავროვი არ დაესწრება შუადღის შეხვედრებს ან ოფიციალურ ვახშამს პარასკევს ღამით. ის კიდევ აწარმოებს ორმხრივ მოლაპარაკებებს, შემდეგ ის ისაუბრებს პრესასთან და რუსეთში დაბრუნდება,"- განაცხადა ზახაროვამ. „გუშინ იყო მიღება, რომელიც ინდონეზიელებმა მოაწყვეს, ეს იყო ერთგვარი გაცნობითი მიღება კონცერტით და ისინი [დასავლეთის ლიდერები] არ დაესწრნენ მას,"- აცხადებს ლავროვი. G20-ის სამიტზე არაერთმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის წარმომადგენელთან ერთობლივ ფოტოსესიაში მონაწილეობა არ ისურვა. ინფორმაციას იაპონური სააგენტო Kyodo ავრცელებს . გამოცემის ცნობით, წელს შეხვედრის მონაწილეთა ტრადიციული ფოტოსესია არ შედგა, ვინაიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გვერდზე დგომა სხვა ქვეყნის ლიდერებმა არ ისურვეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია , რომ პირველი უარი თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოშიმასა ჰაიაშიმაც. გარდა ამისა, Reuters- ის ცნობით , სამიტის რამდენიმე მონაწილემ უარი თქვა ლავროვთან შეხვედრაზე სამიტის ფარგლებში. მათ შორის, ისევ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, გერმანიისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბურბოკი. ამ ფაქტს გამოეხმაურა თავად ლავროვი, რომელმაც თქვა, რომ "არავის ეპატიჟება გადასაღებად". "რაც შეეხება ჩემთან შეხვედრებს, განცხადებებს, რომ ჩემთან ერთად არ გადაიღებენ სურათებს. კარგი, მე არავის ვეპატიჟები გადასაღებად და საერთოდ, არსად არავინ დამიპატიჟია. ინდონეზიამ დამპატიჟა", - თქვა მან. G20 არსებობს 1999 წლიდან. მასში შედის: ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, რუსეთი, კანადა, ინდოეთი, ავსტრალია, მექსიკა, სამხრეთ კორეა, ინდონეზია, თურქეთი, საუდის არაბეთი, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთი უნდა გამოირიცხოს G20-დან. წელს სამიტს ინდონეზია უმასპინძლებს. ინდონეზიის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ღონისძიებაზე პირადად მიიწვია.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)