|
2022-07-08 10:33:44, 959 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - ვერავინ შეძლებს უსაფრთხოდ იცხოვროს მსოფლიოში, სადაც ძალის უკანონო გამოყენება „ნორმალიზებულია“
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესია არ არის მხოლოდ ომი, რომელიც ეხება ევროპას. ეს არის უდიდესი სიმძიმის საერთაშორისო კონფლიქტი, რომლის წინაშეც ვერავინ იქნება ნეიტრალური,- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოსეფ ბორელმა განაცხადა. G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების გახსნის შეხვედრაზე ბორელმა თქვა, რომ მრავალმხრივი ურთიერთობების სისტემა უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ იმყოფება. „დიდი ოცეულის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრა მიმდინარეობს განსაკუთრებით სერიოზულ კონტექსტში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული საშინელი ომის შემდეგ. ეს აგრესია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა“, - განაცხადა ბორელმა. ამასთან, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკურ აღდგენას. „ვერავინ შეძლებს უსაფრთხოდ იცხოვროს მსოფლიოში, სადაც ძალის უკანონო გამოყენება „ნორმალიზებულია”. მე მოვუწოდებ ყველას, დაეხმარონ ომის დასრულებას, აღადგინონ უკრაინის სუვერენიტეტი და უზრუნველყონ გლობალური შედეგების შეკავება", - დასძინა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ასევე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ არ დაუშვებს რუსეთს გამოიყენოს G20, როგორც საკუთარი პროპაგანდისტული პლატფორმა და უარყო კრემლის ნებისმიერი მცდელობა საზოგადოების დეზინფორმაციისთვის.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)