|
2022-07-07 16:12:03, 974 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩეხეთის რესპუბლიკის ინსტიტუტის (UKZUZ) სპეციალისტების სასწავლო ვიზიტი გაიმართა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის (UKZUZ) სპეციალისტების სასწავლო ვიზიტი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ჩეხი სპეციალისტები, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად, წალკასა და მარნეულში იმყოფებოდნენ, სადაც საკვლევი ნიმუშები შეაგროვეს და შესაბამისი მეთოდებით გამოიკვლიეს. თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებთან ერთად, ჩეხმა სპეციალისტებმა ტრენინგები ჩაატარეს ბაქტერიოლოგიაში, ჰელმინთოლოგიაში და ToBRFV ვირუსის PCR მეთოდით კვლევაში. „აღსანიშნავია, რომ მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტს ჩეხეთის მხარემ საჩუქრად გადასცა მიკროსკოპი, რომელსაც ლაბორატორიის სპეციალისტები გამოიყენებენ მცენარეთა მავნე ბაქტერიების და სოკოების იმუნოფლუორესცენტული მეთოდით იდენტიფიკაციისთვის. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კვლევით ცენტრებთან და ლაბორატორიებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა“,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)