14:28 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-07 15:01:08, 1989 ნახვა

მსოფლიო
პოდოლიაკი - რუსეთის წარმომადგენლებისთვის G20-ის სამიტი სირცხვილის დერეფნად უნდა იქცეს

რუსეთის წარმომადგენლებისთვის G20 ინდონეზიის სამიტი სირცხვილის დერეფნად უნდა იქცეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინა G20-ის შეხვედრისგან ელის ლიდერობას, გადაწყვეტილებებს და კრემლის სრული ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციას.

„რას ელის უკრაინა G20-ის შეხვედრისგან? ლიდერობას, გადაწყვეტილებებს და კრემლის სრული ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციას. რუსეთის წარმომადგენლებისთვის G20 ინდონეზიის სამიტი სირცხვილის დერეფნად უნდა იქცეს. ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ უნდა უთხრას რუსეთს, რომ ის ტერორისტული ქვეყანაა“,- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვიეს. თუმცა, ამის შემდეგ კრემლში სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა.

თავდაპირველად რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ კრემლის მეთაური ასევე აპირებს მონაწილეობა მიიღოს G20-ის სამიტში. ამის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, დაესწრება თუ არა სამიტს რუსი დიქტატორი და თქვა, რომ ეს საკითხი "შესაფერის დროს" გადაწყდება.

ამავდროულად, ინდონეზიის სამიტზე მიწვეული იყო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, მაგრამ მისი თქმით, მისი მონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე , დასრულდება თუ არა ომი ნოემბრისთვის და იქნება თუ არა რუსეთი წარმოდგენილი G20-ში.

 ამასთან, გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი „პირობითად” დათანხმდა მონაწილეობა მიიღოს G20-ის სამიტში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიცაა მიწვეული.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics