07:19 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-06 16:00:03, 2784 ნახვა

ომი უკრაინაში
გაერო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში 17 ჟურნალისტის დაღუპვას ადასტურებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე საომარი მოქმედებების შედეგად 17 ჟურნალისტი დაიღუპა და 14 დაშავდა. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში გამოსვლისას განაცხადა.

გაეროს ცნობით, დაშავებულებიდან ოთხმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მათ დევნიდნენ პროფესიული საქმიანობის გამო. სულ მცირე შვიდი დაიღუპა დაბომბვის შედეგად, მათგან ხუთი, სავარაუდოდ, რუსეთის თავდასხმების შედეგად. 

აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებში კიდევ ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა, ყველა შემთხვევაში თავდამსხმელთა ვინაობა დადგენილი არ არის. ერთი ჟურნალისტი რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს და აწამეს, ჟურნალისტი გათავისუფლებიდან მალევე გარდაიცვალა.

„გამოხატვის თავისუფლება მკვეთრად გაუარესდა. ჩვენ დავაფიქსირეთ საომარი მოქმედებების შედეგად ჟურნალისტების, მედიის მუშაკებისა და ბლოგერების გარდაცვალების 17 შემთხვევა და დაშავებულების 14 შემთხვევა.

თავდამსხმელები იდენტიფიცირებული არ არის. ორ შემთხვევაში, სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი, ერთ შემთხვევაში კი, დაზარალებული რუსების მიერ დაკავების დროს იძულებით გაუჩინარებასა და წამებას განიცდიდა.“,- აღნიშნულია ადამიანის უფლებათა განცხადებაში.

ამასთან, გაერო აღნიშნავს, რომ დაღუპულ და დაშავებულ ჟურნალისტებს შორის სულ მცირე ხუთი ქალია. 

2022 წლის 24 თებერვლიდან სამოქალაქო პირების თვითნებური დაკავება ფართოდ გავრცელდა რუსეთის შეიარაღებული ძალების და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საერთო ჯამში, OHCHR-მა დააფიქსირა 248 საქმე, საიდანაც 8 შემთხვევა ჟურნალისტებს ეხება.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა თავდასხმამ უკრაინაზე დამღუპველი გავლენა იქონია.

ორივე მხარემ სამხედრო ობიექტები საცხოვრებელ ადგილებში განათავსა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და მასთან დაკავშირებულმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა ალყა შემოარტყეს უკრაინის ორ ქალაქს.

მარიუპოლის ალყამ ქალაქში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა გამოიწვია. ინტენსიურმა საბრძოლო მოქმედებებმა დამღუპველი შედეგები შექმნა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და გამოიწვია დამღუპველი გავლენა ადამიანის უფლებებით სარგებლობაზე, როგორიცაა: სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, საკვების, წყლის და განათლების უფლება.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics